მთავარი / სიახლეები / ალეგრის დაბრუნების შემდეგ “იუვე” მზადაა დიბალას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს

ალეგრის დაბრუნების შემდეგ “იუვე” მზადაა დიბალას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს

მასიმილიანო ალეგრის დაბრუნებით პაულო დიბალას „იუვენტუსში“ დარჩენის შანსი გაიზარდა. Sky Sport-ის ცნობით, კლუბი მზადაა არგენტინელთან მოლაპარაკებები განაახლოს და მას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.

ალეგრის პროექტის ცენტრში დიბალა იქნება და ხელშეკრულების განახლებაც ამას უკავშირდება. სამაგიეროდ, გუნდი შეიძლება კრიშტიანუ რონალდუმ დატოვოს, მაგრამ პორტუგალიელთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პაულო დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ბოლო თვეებში მოლაპარაკებები შეჩერებული იყო. სამხრეთამერიკელი „იუვეში“ 2015 წლიდან თამაშობს და 100 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …