მთავარი / სიახლეები / სერია A / დი მარია: “ნანტში მომდევნო ეტაპის საგზურისთვის წავალთ”

დი მარია: “ნანტში მომდევნო ეტაპის საგზურისთვის წავალთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „სპეციასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ნანტში მხოლოდ ერთი მიზნით ითამაშებენ – მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

„ყოველთვის მინდა გუნდს დავეხმარო, მაშინაც კი, სათადარიგო სკამიდან შევიდვარ. ძალიან ბედნიერი ვარ გოლით, „ნანტთან“ მატჩის შემდეგ მინდოდა გოლი გამეტანა.

ძალიან გაგვიჭირდა? შეიძლება ცოტა დაღლილობა იყოს, იტალიის ჩემპიონატში ბევრი თამაშობს კონტრშეტევაზე. ვცდილობთ თავი ავწიოთ და უკეთ ვითამაშოთ. ევროპა ლიგა? ნანტში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად წავალთ. პირველ მატჩში მეტი დავიმსახურეთ, მაგრამ ვეცდებით, კვალიფიკაციის საკითხი წარმატებით საპასუხო შეხვედრაში გადავჭრათ“, – თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 32 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე აღზევდა, თუმცა, მომდევნო პოზიციებთან უკვე 9-ქულიანი ჩამორჩება. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია A-ში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, მომდევნო ტურში კი 28 თებერვალს, „ტორინოს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ევროპა ლიგაზე გასვლაზე „ნანტს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …