მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” “სპეცია” დაამარცხა და მე-7 ადგილზე გადავიდა

“იუვე” “სპეცია” დაამარცხა და მე-7 ადგილზე გადავიდა

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „სპეციას“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ტურინელებმა ცუდად ითამაშეს, ამის თქმა პირდაპირ შეიძლება, მაგრამ ამჯერად, შედეგს მიაღწიეს, თან ისე, რომ ანხელ დი მარია ძირითადში არ იყო, თუმცა, არგენტინელმა გამარჯვებაში მაინც დიდი წვლილი შეიტანა.

„იუვე“ 32-ე წუთზე დაწინაურდა: მოიზე კინმა ფილიპ კოსტიჩის ფლანგური პასის შემდეგ გაიტანა. ეს ტურინელთა პირველი ზუსტი დარტყმა იყო კარში. მეორე ზუსტი დარტყმით კი მეორე გოლი გავიდა – ამჯერად უკვე დი მარიამ გაიტანა, როდესაც 66-ე წუთი იყო.

რამდენჯერმე ტურინული გრანდი მატია პერინმა გადაარჩინა, რომელმაც მაღალ დონეზე ითამაშა და გუნდს მოგებაში დაეხმარა.

„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 32 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე აღზევდა, თუმცა, მომდევნო პოზიციებთან უკვე 9-ქულიანი ჩამორჩება. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია A-ში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, მომდევნო ტურში კი 28 თებერვალს, „ტორინოს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ევროპა ლიგაზე გასვლაზე „ნანტს“ დაუპირისპირდება.

„სპეცია“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კინი (32), 0:2 დი მარია (66)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …