მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “დი მარიამ ხარისხი აამაღლა, “ნანტთან” ფინალი იქნება”

ალეგრი: “დი მარიამ ხარისხი აამაღლა, “ნანტთან” ფინალი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ანხელ დი მარია ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელმაც თამაშის ხარისხი აამაღლა. ალეგრიმ თქვა, რომ „ნანტთან“ შეხვედრა ფინალის ტოლფასი იქნება.

„ცუდი პირველი ტაიმი იყო, მეორე – კარგი. ანხელმა გუნდს სიმშვიდე შესძინა, ის საოცარი ბურთის მართვაში. პარადოქსულია, მაგრამ დღეს კარში უფრო მეტი დარტყმა მივიღეთ, ვიდრე ხუთშაბათს. საჭიროა პერინი შევაქოთ, რადგან მან კარგად ითამაშა. ამ მომენტისთვის 47 ქულა მოვიპოვეთ და ეს გზა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ცხრილში მხოლოდ 32 ქულა გვაქვს და მე-7 ადგილამდე ავინაცვლეთ.

აქ თამაში ადვილი არასდროსაა, შესაძლოა დაღლილობაც იყო. მეორე ტაიმში თავიდან გაგვიჭირდა, პირველ ტაიმში მეტოქეს შედარებით ნაკლების გაკეთების უფლება მივეცით, მაგრამ ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა. „სპეციასთან“ სხვა დიდ გუნდებსაც გაუჭირდათ. არ ველოდი, რომ ისინი 4-კაციანი დაცვით ითამაშებდნენ, მაგრამ ტექნიკურ ასპექტში უნდა მოვუმატოთ, რადგან ვჩქარობთ, ისტერიულად ვიქცევით, მაშინ როცა, პასები უფრო ფრთხილად უნდა გავაკეთოთ. პირველ ტაიმში პარედესს ძალიან გაუჭირდა.

ბონუჩის დაბრუნება გამარჯვებულ მატჩში სწორი იყო, ის კაპიტანია და გზაზე ბრუნდება. სეზონის ფინალურ ნაწილში ყველა ფეხბურთელი მჭირდება. ვლაჰოვიჩი და კინი? ისინი ერთად პირველად თამაშობდნენ. კინმა გოლი გაიტანა, ვლაჰოვიჩმა კი კარგად ითამაშა.

დი მარია არასდროს ჩქარობს, როცა ბურთი აქვს. ოდესმე გინახავთ მაღალი კლასის ფეხბურთელი, რომელიც ბურთით ჩქარობენ? მე არ მინახავს და გამიმართლა, რომ ბევრ ჩემპიონთა ვითამაშე. ყველამ მშვიდად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ეს მენტალური საკითხია. ვისურვებდი, რომ 35 წლის არ იყოს და უფრო მეტი თამაშის ჩატარება შეეძლოს. მოედანზე მისი შესვლით თამაშის დონე ამაღლდა.

„ნანტის“ წინააღმდეგ ფინალი იქნება, ხუთშაბათს ბევრი მომენტი შევქმენით და გოლი კონტრშეტევით გავუშვით. ვიცით, რომ შეგვიძლია ამ ბარიერის გავლა, მაგრამ ადვილი არ იქნება. ჩემმა შვილიშვილმა მომწერა, რომ გაუხარდა 2:0 რომ მოვიგეთ (იცინის – რედ)“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 32 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე აღზევდა, თუმცა, მომდევნო პოზიციებთან უკვე 9-ქულიანი ჩამორჩება. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია A-ში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, მომდევნო ტურში კი 28 თებერვალს, „ტორინოს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ევროპა ლიგაზე გასვლაზე „ნანტს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …