მთავარი / სიახლეები / სერია A / დიბალა: “ტრიბუნაზე მეგობარს ვეძებდი, არ ვიცი გამიხანგრძლივებენ თუ არა კონტრაქტს”

დიბალა: “ტრიბუნაზე მეგობარს ვეძებდი, არ ვიცი გამიხანგრძლივებენ თუ არა კონტრაქტს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ „უდინეზესთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

არგეტნინელმა გატანილი გოლის შემდეგ მის რეაქციაზეც ისაუბრა და კონტრაქტის საკითხზეც, რაზეც თქვა, რომ ბევრი რამ მოხდა და ამაზე ლაპარაკი არ სურს.

„ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ, გოლის გატანის შემდეგ უნდა ვეცადოთ უფრო სტაბილურები ვიყოთ. ხშირად ხდება, რომ შეტევას ვწყვეტთ და თავს ვიცავთ, ეს არ უნდა მოხდეს, უნდა ვიმუშაოთ. ცხადია, გვჯერა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის და ახლოს ვართ ჩვენს წინ მყოფ გუნდებთან. უნდა ვეცადოთ გამარჯვებას. ლამაზად ვერ ვთამაშობთ, ეს არ არის ჩვენი სიძლიერე, ყურადღება ჩვენს სურვილზე უნდა გავამახვილოთ, რათა ნათლად განვაცხადოთ, რომ ვიბრძვით გამარჯვებისთვის.

ტრიბუნებზე ვის ვუყურებდი? მეგობარი დავპატიჟე და ვერ ვიპოვე, ბევრი ხალხი იყო. დამიჯერებთ? არ ვიცი, თქვენზეა დამოკიდებული. ახალ კონტრაქტზე სიახლეებს უნდა ველოდო თუ არა, არ ვიცი, ბევრი სიახლე იყო და ბევრი რამ მოხდა, რაზეც მირჩევნია არ ვისაუბრო. არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. კლუბმა გადაწყვიტა, რომ თებერვალ-მარტში ისაუბრებენ, არ ვიცი, უნდა დაველოდოთ. მწვრთნელის განკარგულებაში ვარ, ვაკეთებ იმას, რასაც გუნდი მთხოვს“, – თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. მისი კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსი” მორატას არ გამოისყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას არ გამოისყიდის. ინფორმაცია მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს. ცნობილი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, …

ვლაჰოვიჩი “იუვეზე”, კიეზაზე, თავის კარიერის დასაწყისსა და მიზნებზე…

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა იტალიურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა. სერბმა …