მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “უდინეზე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “უდინეზე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 22-ე ტურში „უდინეზე“ პაულო დიბალასა და ვესტონ მაკკენის გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – ჩვეულებრივი თამაში ჰქონდა.

კუადრადო 6 – ქმნის რიცხობრივ უპირატესობას, მაგრამ მეტი არაფერი.

დე ლიხტი 6.5 – „იუვეს“ სული ისევ ის არის, მთელს მოედანზე.

რუგანი 6 – იანვარში მან უფრო მეტი ითამაშა, ვიდრე წინა წელს. თავისი საქმე გააკეთა.

პელეგრინი 5.5 – ბევრი შეცდომა დაუშვა, ძალიან ბევრი.

დე შილიო 6.5 – მარცხენა ფლანგზე ვითარება გააუმჯობესა, სულ მცირე შეტევაში, შემთხვევითი არ არის, რომ საგოლე პასი მის აქტივშია.

ბენტანკური 6.5 – ნახევარდაცვაში ის საუკეთესო იყო.

რაბიო შ.გ – ფრანგმა ბოლო წუთები ითამაშა.

არტური 5 – ცუდად ითამაშა, ანერვიულებულიც იყო და შესვენებაზე შეცვალეს.

ლოკატელი 6 – მის გარეშე თამაში არ შეიძლება.

კულუშევსკი 5.5 – მას შეეძლო მეტი გაეკეთებინა, საშინაო დავალებით შემოიფარგლა და დამაჯერებელი არ არის, უპირველეს ყოვლისა ალეგრისთვის.

ბერნარდესკი 6 – გულშემატკივართა ვერსიით დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით მატჩის წინ დაჯილდოვდა. მან გუნდს ბალანსი შესძინა, მაგრამ ზოგჯერ მარტო თამაშობდა.

დიბალა 7 – მოთმინება ამოწურულია. გოლი, რომელიც არ აღნიშნა და ვიღაცას ტრიბუნაზე გამომწვევი მზერით ეძებდა. ამასობაში, გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

მაკკენი 7 – ხანდახან დაბნეულია, მაგრამ ის მუდმივი ეკალი იყო ფრიულელთა საჯარიმოში, ალბათ ერთადერთია, რომელიც ბურთის გარეშე მოძრაობს, რათან თანაგუნდელებს გაეხსნას. საჯარიმოში ყველაზე საშიშია და მეორე გოლიც გაიტანა.

კინი 6 – დაბნეული იყო და დიბალაზე საგოლე პასიც ქაოსის შედეგი უფრო იყო.

მორატა 6 – ტიფოზები მას კარგად შეეგებნენ და ეს უკვე კარგია.

ალეგრი 6 – „იუვე“ იგებს და ეს ნორმალურია, მაგრამ ამ პირობებში მყოფ „უდინეზესთანაც“ გაუჭირდა. მინიმუმ ერთი ღამით ჩემპიონთა ლიგის ზონაშია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …