ტურინის “იუვენტუსში” პაულო დიბალას მომავალი ბუნდოვანია. არგენტინელს კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
Tuttosport-ის ცნობით კი, დიბალათი ყველაზე მეტად სამი კლუბია დაინტერესებული: მილანის “ინტერი”, “ბარსელონა” და “ტოტენჰემი”. “ინტერში” ჯუზეპე მაროტა მუშაობს, რომელიც დიბალას კარგად იცნობს და თავისუფალი აგენტების გადაბირების სპეციალისტია, ხოლო “ტოტენჰემში” ფაბიო პარატიჩის ფაქტორია გასათვალისწინებელი. დიბალას უფასოდ დამატებაზე უარს არც ‘ბარსა” იტყვის.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს დიბალა რამდენჯერმე ღიად გააკრიტიკა მაურიციო არივაბენემ. ბოლო ცნობებით, მხარეები კიდევ ერთხელ თებერვალში შეხვდებიან და სავარაუდოდ, საბოლოოდ, ყველაფერი მაშინ გაირკვევა.