მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” რუგანისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

“იუვენტუსმა” რუგანისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

დანიელე რუგანი „იუვენტუსის“ მეოთხე ცენტრალური მცველია, მაგრამ 2022 წელი მისთვის კარგად დაიწყო და ერთ კვირაში ზედიზედ სამი მატჩი ჩაატარა, თანაც ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ („ნაპოლის“, „რომას“, „ინტერის“).

ჯორჯო კიელინის, ლეონარდო ბონუჩისა და მატიას დე ლიხტის არყოფნაში რუგანიმ სამივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა და ურიგო შთაბეჭდილება სულაც არ დაუტოვებია.

მიუხედავად ამისა, რუგანის ტურინული მომავალი ჯერაც უცნობია. მასიმილიანო ალეგრიმ იცის, რომ როდესაც რუგანი დასჭირდება, ფეხბურთელი მზადაა მოედანზე გავიდეს და ბოლომდე დაიხარჯოს. აგენტი დავიდე ტორჩია აცხადებს, რომ „იუვეს“ არ უნდა რუგანის გაყიდვა, მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში.

კლუბი გამოსავლის პოვნას არ ჩქარობს. იტალიური მედიის ცნობით, არაა გამორიცხული რუგანიმ ზაფხულში „იუვენტუსი“ დატოვოს თუ უარს იტყვის შემდეგ წინადადებაზე: კონტრაქტის განახლება ხელფასის დაკლებით…

შეგახსენებთ, რომ დანიელე რუგანი „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და მხოლოდ გასულ სეზონში იყო განათხოვრებული „რენსა“ და „კალიარიში“. „იუვეში“ მას 108 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …