მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “დიბალამ კონტრაქტი თამაშით უნდა დაიმსახუროს”

ალეგრი: “დიბალამ კონტრაქტი თამაშით უნდა დაიმსახუროს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „უდინეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ლეონარდო ბონუჩის ტრავმა აქვს და გუნდს გამოაკლდა.

„რეაქციის საკითხი არ დგას, რადგან სუპერთასი ერთი თამაშია და ჩემპიონატი გრძელი გზაა. ხვალ ფიზიკურად ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ძალიან კარგად იცავს თავას. ეს იქნება განსხვავებული მატჩი „რომასთან“ და „ინტერთან“ შედარებით. სიმშვიდე და ცივსისხლიანობა იქნება საჭირო, გარდა ტექნიკური სიზუსტისა. უნდა შეიცვალოს ის, როგორც ვთამაშობდით აქამდე საშუალო და პატარა გუნდებთან, უფრო მეტი ქულა უნდა ავიღოთ.

რა თქმა უნდა, შემადგენლობაში იქნება გარკვეული ცვლილებები, რადგან ბევრი თამაში ჩავატარეთ. რამდენიმე მოთამაშე მყავს ხელმისაწვდომი. დანილო ჯერ კიდევ არ არის მზად და ბონუჩის კუნთის მცირე პრობლემა შეექმნა, ის ხვალ არ ითამაშებს. მხოლოდ შესვენების მერე (23 იანვრიდან 6 თებერვლამდე) დაგვიბრუნდება.

სატრანსფერო ბაზარი? ეს არის შემადგენლობა და ამ ფეხბურთელებით უნდა ვითამაშოთ სეზონის ბოლომდე. ვიზრდებით, როგორც გუნდი და სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. მიზნები ყოველთვის ერთია: ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა და ვეცადოთ ჩემპიონთა ლიგაზე წინსვლას. სუპერთასის მატჩის წინ ვთქვი, რომ „ინტერი“ ლიგაში უძლიერესია, მაგრამ მშრალი მატჩები სხვა ამბავია. დიდებულ გუნდთან კარგად ვითამაშეთ, რაღაც მომენტებში რაღაც გვაკლდა, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა და იმუშავა.

კარგად ვმუშაობთ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და სეზონის მიზნებზე ვიყოთ კონცენტრირებული. კონტრაქტების გადახევდა კლუბის გადასაწყვეტია. დიბალა მე გავზარდე. ის „პალერმოდან“ ბავშვი მოვიდა და ახლა შესანიშნავი ფეხბურთელია. სეზონის პირველ ნაწილში ტრავმების გამო ნაკლებად დაგვეხმარა, მაგრამ სეზონის მეორე ნაწილში მისგან უფრო მეტს ველი. ფეხბურთელის თვისებები საკამათო არ არის, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. კლუბის სახელით არივაბენემ ისაუბრა, ყველა შეფასება მარტ-აპრილში გაკეთდება. ჩვენ უბრალოდ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ფეხბურთი ეფუძნება მწვანე მოედანს: უნდა გახვიდე და ითამაშო. შესაძლოა არსებობენ ფეხბურთელები, რომელთაც გუნდის შეცვლა სურთ, მაგრამ უნდა გავიდნენ მოედანზე და ითამაშოთ. მარტივია, თუ ცუდად თამაშობ, ვერც „იუვეში“ და ვერც სხვა გუნდებში ახალ კონტრაქტს ვერ დაიმსახურებ. ამისთვის, კარგად თამაშია საჭირო. ეს ეხება ყველას, ფეხბურთელებიდან მწვრთნელებამდე.

პელეგრინი კარგადაა და „უდინეზესთან“ ძირითადში თამაში შეუძლია, მაგრამ ხვალ მივიღებ გადაწყვეტილებას. კარში შჩესნი დაბრუნება. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი ბერნარდესკი ითამაშებს თუ კულუშევსკი, რადგან „ინტერთან“ ორივემ კარგად ითამაშა. ფეხბურთელები, რომელთაც კონტრაქტები ეწურებათ, პრობლემას არ წარმოადგენენ. თანამედროვე ფეხბურთში ეს ხშირი მოვლენაა და ფეხბურთელები პროფესიონალები არიან, ყოველთვის ყველაფერი უნდა გასცენ.

მე-300 მატჩი „იუვენტუსში“? ამ 300 თამაშიდან უცებ რომ გავიხსენო, მატჩი, რომელმაც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა და ემოციური იყო, გავარდნის მიუხედავად, „რეალის“ სტუმრად 3:1 დამარცხება გახლდათ (2018 წელს). იმედია, ხვალ საიუბილეო თამაშს საუკეთესო განწყობაზე ვიზეიმებ.

„უდინეზესთან“ დე ლიხტი და რუგანი იქნებიან ცენტრალური მცველები. კიელინიმ ოთხშაბათს შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ დასვენება სჭირდება. რაბიოს „ინტერთან“ მატჩის შემდეგ ძალიან გააკრიტიკეს, მაგრამ ჩემი აზრით, კარგად ითამაშა.

ბონუჩი ფინანსურად დაჯარიმდა. ის ჯარიმას გადაიხდის და ინციდენტი ამოწურულია. „იუვე“ ყოველთვის პატივისცემით ეპყრობა მეტოქეებსა და მსაჯეს. სხვათა შორის, დოვერიმ სუპერთასის თამაში კარგად იმსაჯა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „უდინეზეს“ მატჩი 15 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …