ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „კალიარისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ, რომელშიც მან გოლიც გაიტანა, კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რთული მატჩი იყო და პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრებამ დიდი როლი ითამაშა.
„დღეს ცოტა გაგვიჭირდა, ძალიან მძიმე მატჩი იყო რთულ მოედანზე მით უმეტეს, რომ ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ლამაზი გოლით ვუპასუხეთ. მეორე ტაიმში კი კარგად ვითამაშეთ.
კარგი იყო, რომ შესვენებამდე ანგარიში გავათანაბრეთ, შემდეგ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, ბოლოს კი ვლაჰოვიჩმა შესანიშნავი გოლი გაიტანა. კუადრადო? კარგი პასი მომცა, ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 32 ტურის შემდეგ 62 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 აპრილს, შინ „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.