მთავარი / სიახლეები / სერია A / პელეგრინი: “მთავარია, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ”

პელეგრინი: “მთავარია, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლუკა პელეგრინიმ „კალიარისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ახლა ის უფრო მოწიფულია და ეს ბუნებრივია, რადგან „იუვენტუსში“ ყოველდღე მუშაობა ზრდაში ეხმარება.

„შედეგის მიღწევა მოვახერხეთ, არ მადარდებს, რომ ჩემი გოლი არ ჩათვალეს, არა უშავს. წლის დასაწყისიდან ვმუშაობთ საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად, მოხარული ვარ, გუნდს ვეხმარები.

თავს უფრო მოწიფულად ვგრძნობ და ეს ნორმალურია, „იუვენტუსში“ თამაში გაიძულებს ყოველდღე იმუშაო ბევრ ჩემპიონთან ერთად და ზრდა გარდაუვალია. „იუვეში“ თამაში ყველას ოცნებაა, აქ გონებრივად უფრო სწრაფად განვითარებაა საჭირო“, – თქვა პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 32 ტურის შემდეგ 62 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 აპრილს, შინ „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …