მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “მირჩევნია ცუდი თამაშით მოვიგო, ვიდრე კარგი თამაშით წავაგო”

ალეგრი: “მირჩევნია ცუდი თამაშით მოვიგო, ვიდრე კარგი თამაშით წავაგო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კალიარისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ამ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებას ჰქონდა და გუნდმა სწორი რეაგირება მოახდინა „ინტერთან“ მარცხზე.

„მნიშვნელოვანი მატჩი იყო ჩვენთვის, მხოლოდ გამარჯვებას ჰქონდა მნიშვნელობა და სწორი რეაგირება მოვახდინეთ. „ინტერთან“ მარცხი ფსიქოლოგიურად რთული იყო და დავინახეთ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა დასრულდა. დღეს გამარჯვება „რომასთან“ უპირატესობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი გახლდათ, ისევე როგორც სხვა მდევრებთან.

გაშვებული გოლის შემდეგ არ გვინერვიულია და პირველი ტაიმის ბოლოს გათანაბრება მოვახერხეთ, თუმცა გოლის გატანა მანამდეც შეგვეძლო. მეორე ტაიმში კი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ. დიბალა არ შევცვალე და საგოლე პასი გააკეთა? ეს არ იყო მეექვსე გრძნობა, უბრალოდ ვენდობი ჩემს ინსტიქტებს, იმიტომ, რომ მქონდა განცდა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა და აზრი ჰქონდა ცვლილების გაკეთებას მხოლოდ ცვლილებისთვის.

ისტორიები იწყება და სრულდება, ეს ცხოვრების ნაწილია. კლუბის ხელმძღვანელობა დიბალას კონტრაქტზე მკაფიო იყო და მე მათ ვეთანხმები. პაულო ბევრს მუშაობს, მას რთული წელი ჰქონდა, ჯერ კიდევ არ არის ის ფეხბურთელი, რომელსაც ვიცნობთ, მაგრამ სეზონის ფინალურ ნაწილში ძალიან დაგვეხმარება.

ვლაჰოვიჩი ახალგაზრდაა და თავისი ენერგია უკეთ უნდა მართოს, უფრო სუფთად უნდა ითამაშოს და სიღრმეში შეუტიოს. თუმცა, ის ჯიუტია, რაც მისმა გოლმა დაადასტურა და უკეთესი და უკეთესი ხდება. მისი ჩახუტება დიბალასთან? ეს იყო მთელი გუნდის ჩახუტება, რადგან ყველას კარგი ურთიერთობა აქვს და ამის წყალობით ბოლო ტურებში მხოლოდ ერთხელ წავაგეთ. კრიტიკა? ეს პროფესიის ნაწილია, მაგრამ მირჩევნია ცუდად ვითამაშო და გავიმარჯვო, ვიდრე კარგად ვითამაშოთ და წავაგო“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 32 ტურის შემდეგ 62 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 აპრილს, შინ „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …