მთავარი / სიახლეები / სერია A / დე ლიხტი: “კაპიტნობა? ამისთვის საჭიროა კიდევ რამდენიმე წელი აქ ვითამაშო”

დე ლიხტი: “კაპიტნობა? ამისთვის საჭიროა კიდევ რამდენიმე წელი აქ ვითამაშო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „ტორინოსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა და თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო, კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „ვილიარეალთან“ ჯორჯო კიელინის, პაულო დიბალასა და ლეონარდო ბონუჩის არყოფნაშიც კი მისი კაპიტნობა გამორიცხულია, რადგან ამისთვის საჭიროა გუნდში კიდევ რამდენიმე წელი ითამაშოს.

„დერბი ყოველთვის მნიშვნელოვანი მატჩია, ქალაქისთვის, ფანებისთვის. ამიტომ, გვინდოდა მისი მოგება. ალექს სანდროსთან ცენტრში თამაშმა კარგად ჩაიარა. ეს მისი პოზიცია არ არის, მაგრამ კარგად მოძრაობდა. სამი ცენტრალური მცველი გვაკლდა, პლუს დანილოს დისკვალიფიკაცია ჰქონდა, მაგრამ საგანგებო ვითარების მიუხედავად დაცვამ კარგად გაუძლო.

კარგი გოლი გავიტანე, რაღაც მხრივ, დანილოს გოლს ჰგავდა. როდესაც კუთხურის შემდეგ ბურთს თავით ძლიერად ურტყამ, გოლის გატანის მეტი შანსი გაქვს. მადლობა უნდა გადავუხადო კუადრადოს კარგი პასისთვის. „ტორინოს“ გოლი? როდესაც ზურგს უკნიდან პასი კეთდება, მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური მცველი კარის წინ იყოს, მე იქ არ ვიყავი, რადგან ფლანგზე ვცდილობდი ჩაწოდებისთვის ხელის შეშლას. უცნაური მატჩი იყო.

მე არ ვნერვიულობ ტრავმების გამო, ჩვენ უკვე ბევრი თამაში ვითამაშეთ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წევრის გარეშე და ვინც ისინი შეცვალა, ყველამ კარგად ითამაშა. „ვილიარეალთან“ კაპიტანი ვიქნები? არა მგონია, გუნდში სამკლაური ეკუთვნით მათ, ვინც მეტი ითამაშა და ჩემზე წინ ბევრი ფეხბურთელია. კაპიტნობისთვის ჯერ კიდევ რამდენიმე წელი აქ უნდა ვითამაშო“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სტუმრად „ვილიარეალთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

“იუვე” – “ატალანტა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-19 ტურში „ატალანტას“ საკუთარ მოედანზე დაუზავდა (3:3). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს …

ფერერო და სკანავინო ფეხბურთელებს: “ახლა, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო და აღმასრულებელი დირექტორი მაურიციო სკანავინო ფეხბურთელებს შეხვდნენ. კლუბის ახალმა ხელმძღვანელებმა …