მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ტორინოს” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ტორინოს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 26-ე ტურში „ტორინოს“ დაუზავდა (1:1). გთავაზობთ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას, რომელიც ამ მატჩის შედეგად დაფიქსირდა.

4 – სერია A-ში ბოლო 6 ტურინული დერბიდან 4 ფრედ დასრულდა, რომელიც მეორე წრეში გაიმართა (2 „იუვემ“ მოიგო).

4 – „იუვენტუსმა“ 2022 წელს 4 მატჩი დაასრულა ფრედ და ამ პერიოდში უფრო მეტი ფრე არცერთ გუნდს არ აქვს (ასევე 4 ფრე „ემპოლის“ და „ჯენოას“).

2 – „ტორინო“ პირველი მეტოქეა, რომლის წინააღმდეგ მატიას დე ლიხტმა გოლი ორ სხვადასხვა მატჩში გაიტანა. პირველად მან დერბი დელა მოლეში თავი 2019 წლის ნოემბერში გამოიჩინა და ეს მისი პირველი გოლი იყო „იუვეს“ მაისურით.

1 – ხუან კუადრადომ ამ სეზონში სერია A-ში პირველი საგოლე პასი გააკეთა.

9 სერია A-ში „იუვენტუსის“ ბოლო 9 გოლი 9 სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …