ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა ნიდერლანდურ მედიას განუცხადა, რომ „იუვენტუსში“ ყველაზე სამაგალითო ფეხბურთელები ჯორჯო კიელინი, ჯანლუიჯი ბუფონი და კრიშტიანუ რონალდუ არიან.
„მჯერა, რომ ლიდერებმა ყველას კარგი მაგალითი უნდა მისცენ, ყოველთვის. არა იმდენად საუბრით, არამედ საქმით. „აიაქსში“ ტადიჩი ახალგაზრდებს ეუბნებოდა, რომ უფრო მეტი უნდა ევარჯიშათ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ეს ახალგაზრდები ხედავდნენ ტადიჩი ამას აკეთებდა. ვან დეიკიც სამაგალითოა, ხოლო „იუვენტუსში“ ასეთი კიელინია. შემდეგ არის რონალდუ, რომელიც ყოველთვის გამარჯვებისკენ გიბიძგებს, არ დავივიწყოთ ბუფონი, რომელიც ყოველთვის მხიარული, ბრწყინვალეა და სპორტი საოცრად უყვარს“, – თქვა დე ლიხტმა.