მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” სარის კომპენსაციას გადაუხდის და კონტრაქტს გაუწყვიტავს

“იუვენტუსი” სარის კომპენსაციას გადაუხდის და კონტრაქტს გაუწყვიტავს

ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა მაურიციო სარის 2.5 მილიონი ევროს საკომისიო გადაუხადოს და მისი მასთან კონტრაქტის მესამე წელის დაწყებამე გააუქმოს.

მიუხედავად იმისა, რომ სარიმ „იუვე“ 2020 წლის აგვისტოში დატოვა, მასთან კონტრაქტი გაწყვეტილი არაა და იტალიელი ხელფასს მაინც იღებს. ეს კი სარის სხვა კლუბში დასაქმებასაც აფერხებს.

ახლა კი მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყდება და დიდი შანსია, სარი რომის „ლაციოს“ მწვრთნელად დაინიშნოს. აღსანიშნავია, რომ თუ სარის კონტრაქტი 1 ივლისამდე არ გაწყდება, „იუვენტუსს“ ისტორიაში პირველად ეყოლება სამი მწვრთნელი კონტრაქტის ქვეშ. სარის გარდა, იგივე ვითარებაა ახლახან გათავისუფლებულ ანდრეა პირლოსთან მიმართებაში, ხოლო ალეგრისთან ხელშეკრულება ძალაში 1 ივლისიდან შევა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …