ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის მზადაა ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს და ის გააკეთოს, რასაც მწვრთნელი დაავალებს.
„როგორც წინა დღეებში ვთქვი, უბრალოდ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ფანებს და ვიმუშავოთ. დღესაც ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა, დაღლილობის ფაქტორი არსებობს. ახლა ვცდილობთ აღვიდგინოთ ის ელემენტები, რომლებიც შემდეგი 40 დღის განმავლობაში დაგვჭირდება.
დღეს სხვა პოზიციაზე ვითამაშე? „იუვეში“ არასდროს ვყოფილვარ პოზიციის გარეშე, ვაკეთებ იმას, რასაც მწვრთნელი მთხოვს. ბედნიერი ვარ დღევანდელი გამარჯვებით და იმ გზით, რომელსაც მივყვებით. სკუდეტო? მოდით, ჩვენი საქმე გავაკეთოთ, მივხედოთ საკუთარ თავს, „ინტერთან“ მატჩი დიდ მოტივაციას გვაძლევს, მაგრამ ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 30 ტურის შემდეგ 59 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 აპრილს, „ინტერთან“ შინ გამართავს, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება.