მთავარი / სიახლეები / სერია A / მირეტი: “როგორც იუვენტინოსთვის, ეს ენით აღუწერელი ემოციაა”

მირეტი: “როგორც იუვენტინოსთვის, ეს ენით აღუწერელი ემოციაა”

ტურინის „იუვენტუსის“ აკადემიის ფეხბურთელ ფაბიო მირეტის სერია A-ში დებიუტი ჰქონდა. 18 წლის ფეხბურთელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ის მინდორზე „სალერნიტანასთან“ თამაშის მიწურულს გამოჩნდა. მას მთავარ გუნდში დებიუტი „მალიოსთან“ ჰქონდა, ამჯერად კი იტალიის ჩემპიონატში მიეცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა და კომენტარი გააკეთა.

„სერია A-ში ჩემი დებიუტი, ჩვენს სტადიონზე შედგა, რაც ჩემთვის, როგორც იუვენტინოსთვის, ენით აღუწერელი ემოციაა. გარდა ამისა, დებიუტი მას შემდეგ შედგა, რაც წინა კვირაში 19-წლამდე გუნდთან ერთად კლუბის პატარა ისტორია დავწერე და ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გავედით.

აქ თავს ყოველთვის შესანიშნავად ვგრძნობ, მწვრთნელი და ყველა ჩემი თანაგუნდელი იმ პირობებს მიქმნის, რომ ვიმუშაო და მაქსიმალურად გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები. რაც ყველაზე მეტად მაოცებს, ის არის, რომ ჩემი თანაგუნდელები ყველა დეტალზე ზრუნავენ, რათა ყოველთვის მაქსიმუმი გაიღონ“, – თქვა მირეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 30 ტურის შემდეგ 59 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 აპრილს, „ინტერთან“ შინ გამართავს, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …