მთავარი / სიახლეები / სერია A / დე შილიო: “გამარჯვება და ნაკრებში გამოძახება ჩემთვის ორმაგი სიხარულია”

დე შილიო: “გამარჯვება და ნაკრებში გამოძახება ჩემთვის ორმაგი სიხარულია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატია დე შილიომ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ დე შილიო რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში ტრავმირებული ჯოვანი დი ლორენცოს ნაცვლად გამოიძახა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია.

„გასახდელში შევედი და ნაკრებში გამოძახების შესახებ მითხრეს. დღევანდელი სუპერმნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ეს კიდევ ერთი გასახარი ამბავია ჩემთვის.

„ლიონში“ თამაში ძალიან დამეხმარა, რადგან უცხოეთში გამოცდილება, გზრდის, როგორც ფეხბურთელს და როგორც პიროვნებას. ეს დამეხმარა საკუთარი თავი უფრო მეტად გამეცნო და ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მიმდინარე სეზონის გათვალისწინებით, აქ ისევ შევხვდი მწვრთნელმაც, რომელიც კიდევ ერთხელ მენდო და რომელიც ამას ჩემს მიმართ ყოველთვის ავლენდა“, – თქვა დე შილიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 30 ტურის შემდეგ 59 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 აპრილს, „ინტერთან“ შინ გამართავს, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …