მთავარი / სიახლეები / დავიდსი: “მომწონს ვლაჰოვიჩი, მაგრამ “იუვეში” თამაში რთულია, ეს არ არის “ფიორენტინა”

დავიდსი: “მომწონს ვლაჰოვიჩი, მაგრამ “იუვეში” თამაში რთულია, ეს არ არის “ფიორენტინა”

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ედგარ დავიდსმა ტურინის „იუვენტუსში“ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „იუვეში“ თამაში უფრო საპასუხისმგებლოა, ვიდრე „ფიორენტინაში“ და ვლაჰოვიჩის შეცდომების დაშვების უფლება არ აქვს.

„მომწონს ეს სერბი, მაგრამ „იუვენტუსის“ მაისური მძიმეა და არ არის „ფიორენტინას“ მსგავსი. ახლა ვნახავთ, რა ღირს ის, როგორც ფეხბურთელი. „იუვენტუსში“ შეცდომებს ვერ დაუშვებ. სხვა გუნდებში თამაში ბევრად უფრო ადვილია, მაგრამ როცა „იუვენტუსის“, „მილანის“ ან „ინტერის“ მაისურს ატარებ, სხვაგვარადაა. მუდმივად უნდა გაიმარჯვო“, – თქვა დავიდსმა.

შეგახსენებთ, რომ ედგარ დავიდსი „მილანშიც“ თამაშობდა და „ინტერშიც“, მაგრამ საუკეთესო წლები „იუვენტუსში“ 1998-2004 წლებში გაატარა.

შემთხვევითი სიახლე

ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ნიკოლო ფაჯოლის ძმამ, ალესანდრო ფაჯოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი ძმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. …

მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში რომის „ლაციოდან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერი“ …