მთავარი / სიახლეები / მიხაილოვიჩი: “კიელინი და ბონუჩი ვლაჰოვიჩს “იუვეში” ქცევის წესებს ასწავლიან”

მიხაილოვიჩი: “კიელინი და ბონუჩი ვლაჰოვიჩს “იუვეში” ქცევის წესებს ასწავლიან”

„ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა პრესკონფერენციაზე მიტჩელ დიკსის რთულ პერიოდზე ისაუბრა და მაგალითად, „იუვენტუსი“ მოიყვანა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ნორმალურ გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს ქცევის წესებს ასწავლიან.

„გუნდის ჯგუფის კულტურა გამოიხატება ღირებულებებით და ქცევით. მე ყოველთვის ველი, რომ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები მისცემენ მაგალითს და ახალგაზრდა და ახალწვეულ ფეხბურთელებს ასწავლიან რა არის მიზნები, წესები და ქცევები. ვნახეთ ვლაჰოვიჩის ფოტო ბონუჩისთან ერთად, თითქოს ჩვეულებრივი ფოტოა, მაგრამ დიდი გავლენა აქვს. რა თქმა უნდა, ბონუჩი და კიელინი აუხსნიან ვლაჰოვიჩს როგორ გაიზარდოს, როგორია „იუვენტუსში“ ქცევის წესები და როგორ უნდა მოიქცეს გუნდში“, – თქვა მიხაილოვიჩმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …