მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ძლიერი შემადგენლობა მყავდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი გახდა”

ალეგრი: “ძლიერი შემადგენლობა მყავდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი გახდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვერონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

მან დიდი დრო დაუთმო ახალწვეულებზე, დუშან ვლაჰოვიჩსა და დენის ზაკარიაზე საუბარს:

„კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე შესანიშნავად იმუშავა, ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მოვიდა. დუშანმა ბევრი გოლი გაიტანა, მას აქვს ისეთი მახასიათებლები, რაც გუნდს არ ჰქონდა. ჰოლანდთან ერთად, ის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია თანამედროვე ფეხბურთში. ზაკარია ტექნიკურად კარგია, კარგი პასი აქვს და ჭკვიანი. ვნახოთ, ხვალ იქნებიან თუ არა ძირითად შემადგენლობაში. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ბენტანკურსა და კულუშევსკის, მათ საუკეთესოს ვუსურვებ. მიზანი არ იცვლება, ოთხეულში შესვლაა.

შეტევაში მორატას, დიბალას და ვლაჰოვიჩს ერთად თამაში შეუძლია, მაგრამ უნდა ირბინონ. უპირატესობა ის არის, რომ წინ უფრო მეტი ხარისხი გვექნება, მაგრამ არასდროს უნდა დაიკარგოს გუნდური ბალანსი. ხვალ ვეთამაშებით გუნდს, რომელიც შესანიშნავად მუშაობს, ბოლო ოთხი მატჩია „იუვეს“ „ვერონასთან“ არ მოუგია. ვლაჰოვიჩისა და ზაკარიას მოსვლა ენთუზიაზმს აძლიერებს, მაგრამ ეს რისკიც არის.

ზაკარიას თამაში ადრე ვნახე და კარგად ითამაშა. მას შეუძლია დაცვის წინ თამაში, მაგრამ ხვალ განსაკუთრებული მატჩია, მაკკენი დაბრუნდა და ჩვენს განკარგულებაშია, მაგრამ სულ ახლახან დაბრუნდა. ხვალ ბონუჩი და ლოკატელი არ გვეყოლება, რომლებიც მომდევნო კვირაში დაბრუნდებიან, ისევე, როგორც ალექს სანდრო, რომელსაც კორონავირუსი აღარ აქვს.

ვლაჰოვიჩის მოსვლის შემდეგ პასუხისმგებლობა სამართლიანად უნდა გადანაწილდეს. ყველა ვლაჰოვიჩის ზურგზე არ უნდა ვიყოთ. ის 22 წლისაა, „ფიორენტინაში“ ბევრი გოლი გაიტანა და „იუვეშიც“ კარგი თამაში სურს. თუმცა, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს. მშვიდად უნდა ვიყოთ და შეტევაში რეალიზაციის ფაზა უნდა გავაუმჯობესოთ. სანაკრებო პაუზაზე კარგად ვიმუშავეთ.

„იუვემ“ ამ ტრანსფერებით დროს გაუსწრო და საჩუქარი გაუკეთე ფანებს და მე. ხელმძღვანელობა ყოველთვის კარგად მუშაობს მომავალის ასაშენებლად. ცხადია, ამით სატრანსფერო გეგმები არ მთავრდება და ზაფხულში კიდევ იქნება ტრანსფერები, მაგრამ ახლა თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ხვალ არტური ითამაშებს და ბენდიერი ვარ, რომ ის გუნდში დარჩა.

ვლაჰოვიჩი ჭკვიანი ბიჭია, რომელსაც საკუთარი თავის გაუმჯობესება სურს. მისთვის ეს დიდი ნახტომია, „იუვეში“ სხვა წნეხია. რემზი? შესანიშნავი ფეხბურთელია, კარგი სტარტი ჰქონდა, მერე ტრავმები მიიღო და მასთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ წასულიყო იქ, სადაც უფრო ხშირად ითამაშებდა. გატის ტრანსფერი? ის სერია B-ს საუკეთესო მცველია და აქვს მახასიათებლები, რომ მომავალში „იუვეში“ ითამაშოს.

კუადრადო მცველად? მას შეუძლია უკანაც და წინაც თამაში, იმისდა მიხედვით, სად უფრო გვჭირდება. ბერნარდესკი მომდევნო კვირიდან დაგვიბრუნდება, ახლა მთავარია, რომ სწორი სულისკვეთება გვქონდეს.

ჩვენი შემადგენლობა იტალიაში ყველაზე ძლიერია? ჩემპიონატში საუკეთესო გუნდი იმარჯვებს, მერე მოდიან მეორე, მესამე და მეოთხე გუნდები, ჩვენ გვინდა, რომ სეზონი ოთხეულში დავასრულოთ. ძლიერი შემადგენლობა მყავს და იანვარში უფრო გაძლიერდა. მხოლოდ მუშაობაა საჭირო, ვფიქრობ, საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნება გაგვიჭირდება, ამიტომ, უფრო ოთხეულში მოხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. „ინტერი“ ჩვენგან ძალიან შორსაა, სხვები მეტ-ნაკლებად. „ინტერი“ სკუდეტოს ფავორიტია.

კულუშევსკიმ კარგი თამაშები ჩაატარა, შემდეგ არსებობს შეფასებები და ბაზრის შეთავაზებები. ყველას შენარჩუნება არ შეგვიძლია. ბენტანკურის და კულუშევსკის წასვლა გულდასაწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ დონეზე ოპტიმალური არჩევანი იყო.

ძანიოლო? სატრანსფერო ფანჯარა ახლახან დაიხურა და უკვე ივნისზე ფიქრობტ? უნდა ვეცადოთ რამდენიმე თამაში მოვიგოთ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე. დანარჩენს ივნისში ვნახავთ. ამაზე ლაპარაკს ახლა აზრი არ აქვს, ის სხვა გუნდშია და შემდეგ რა მოხდება, ვნახოთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვერონას“ მატჩი 6 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …