მთავარი / სიახლეები / გატი: “მწვრთნელმა შანსი მომცა, ვცდილობ, რომ ყოველთვის მზად ვიყო”

გატი: “მწვრთნელმა შანსი მომცა, ვცდილობ, რომ ყოველთვის მზად ვიყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ცდილობს 110%-ით დაიხარჯოს და ყოველთვის მზად იყოს.

„მწვრთნელმა დიდი შანსი მომცა. ვცდილობ 110%-ით დავიხარჯო და ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის. მიხარია დუშანის გამო, რომელიც კარგად თამაშობს და დღეს გოლი გაიტანა, ეს თავდაჯერებისთვის დაეხმარება.

აქ ვიზრდები, ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა ვიყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ტურნირის მომდევნო ეტაპზე გასვლა, ახლა კი ენერგია „ინტერთან“ მატჩისთვის უნდა აღვიდგინოთ“, – თქვა გატიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მეოთხედფინალში მეტოქეს 17 მარტს წილისყრით შეიტყობს, ხოლო მომდევნო მატჩს 19 მარტს, სტუმრად „ინტერთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …