მთავარი / სიახლეები / ვლაჰოვიჩი: “ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ეს შედეგის მომტანია”

ვლაჰოვიჩი: “ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ეს შედეგის მომტანია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა ევროპა ლიგის მერვედფინალში „ფრაიბურგთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდი ისეთი ერთიანი უნდა იყოს, როგორცა ახლაა, რადგან ეს შედეგის მომტანია.

„მე ყოველთვის მადლობას ვუხდი ყველას, ჩვენ ვართ ერთიანები, ერთი გუნდი ვართ, ბევრი რამ გამოვიარეთ, გამიხარდა მსგავსი რამის ნახვა და ვფიქრობ, რომ მეტად შემიძლია გუნდის დახმარება. რა თქმა უნდა, თავდამსხმელს გოლი ყოველთვის თავდაჯერებულობას ანიჭებს, რადგან გოლებით ვცხოვრობთ. ვცდილობ ვიყო თავმდაბალი, ვიმუშაო და გოლები გავიტანო. მთავარია გავიმარჯვეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით. ბოლოს ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მოვიგეთ, როგორც დიდმა გუნდმა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, მეტი თავმდაბლობით და მონდომებით.

ევროპა ლიგის მოგება? თამაშიდან თამაშამდე ვფიქრობთ, ჩვენ გვაქვს მიზნები და იმედი მაქვს, რომ კარგ შედეგს მივაღწევთ. ყოველდღე ვსაუბრობთ, ყველა ერთად უნდა ვიყოთ ისე, როგორც ახლა ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს გვაძლევს შედეგს. მეტად უნდა ვიმუშაოთ, კომპაქტურობით და თავდაჯერებით.

ვცდილობდი არაფერი წამეკითხა, არ მეფიქრა კრიტიკაზე. არის მსგავსი სიტუაციები, როცა გოლს იტან, კარგი ხარ, როცა – არა, არაფერს წარმოადგენ. გოლს ვიტან თუ არა, მაინც არაფერს ვკითხულობ, ამას მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ვცდილობ თავმდაბალი ვიყო, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო, რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია გუნდმა გაიმარჯვოს“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მეოთხედფინალში მეტოქეს 17 მარტს წილისყრით შეიტყობს, ხოლო მომდევნო მატჩს 19 მარტს, სტუმრად „ინტერთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …