იტალიის სერია B-ში საინტერესო თამაში გაიმართა. ჯანლუიჯი ბუფონის „პარმამ“ „კრემონეზეს“ უმასპინძლა, რომელთანაც წააგო (1:2) და სეზონში პირველი მარცხი განიცადა.
ბუფონს გაშვებული გოლების დროს არაფრის გაკეთება შეეძლო. ბუფონის კარში პირველი გოლის ავტორი ნიკოლო ფაჯიოლი გახდა, რომელიც „იუვეს“ საკუთრებაა და ცოტა ხნის წინ „კრემონეზეში“ სათამაშო პრაქტიკისთვის გაანათხოვრეს. ჯიჯი და ფაჯიოლი გასულ სეზონში თანაგუნდელები იყვნენ.
მეორე ტაიმში ფაჯიოლიმ საჯარიმოში დიდებული ფინტი შეასრულა („ზიდანის ფინტი) და წააქციეს, შედეგად, პენალტი მოიპოვა. ბუფონმა ეს პენალტი დი კარმინეს აუღო, მაგრამ ვიდეორეფერი საქმეში ჩაერია და პენალტი გაამეორა, მაგრამ ამჯერადაც დი კარმინემ ვერ გაიტანა, ოღონდ კარს ააცილა.