მთავარი / სიახლეები / სერია A / დანილო: “ჩვენი პრობლემა მენტალურია”

დანილო: “ჩვენი პრობლემა მენტალურია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „მილანთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის აზრით, გუნდის მთავარი პრობლემა მენტალურია და მათ თამაში უნდა გააუმჯობესონ.

„მწვრთნელს ვეთანხმები, უფრო მეტად გუნდი უნდა ვიყოთ, უფრო გაერთიანებული, ვიდრე ოდესმე. რთული მომენტია, არა თამაშის ხარისხის, არამედ შედეგების გამო. ჭკვიანები უნდა ვიყოთ და გავაცნობიეროთ რა იყო თამაშში და რა არის შედეგი. მატჩით ძალიან კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რადგან პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, ბურთს კარგად ვფლობდით, პრესინგზეც კარგად ვთამაშობდით, ამას მთელი კვირის განმავლობაში ვამზადებდით. თუმცა, ცხადია, რომ შემდეგ მათ ჩვენზე ზეწოლა გაზარდეს და უფრო მეტად დაუნდობლები უნდა ვიყოთ, მკაცრები და გოლი არ უნდა გავუშვათ.

მეორე ტაიმში გოლი ვერ გავიტანეთ და ფიზიკური კონდიციების ბრალია? ჩემი აზრით, ამის ბრალიც არის და მენტალიტეტისაც. გონებრივად უნდა შევიცვალოთ და კარგად ვითამაშოთ მაშინაც, როცა მეტოქეზე ზეწოლას ვერ ვახდენთ. ბურთი, როცა გვაქვს უფრო სწრაფად უნდა ვითამაშოთ და გადაადგილებაც საჭიროა, ნამდვილად შეგვიძლია გაუმჯობესება.

სკუდეტო? ჩვენს სამუშაოზე ვფიქრობთ, არ მაინტერესებს სხვები რას აკეთებენ, ყოველთვის ვდარდობ ჩემი გუნდის შესახებ და იმაზე, ჩვენ რას ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, თუ საქმეს კარგად, ჩვენს დონეზე გავაკეთებთ, შევძლებთ სატურნირო ცხრილში უფრო მაღლა ასვლას“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ოთხ ტურში მხოლოდ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მომდევნო ტურში 22 სექტემბერს, „სპეციასთან“ სტუმრად ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …