ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა „პარმაში“ გადავიდეს.
იტალიური მედია წერს, რომ 43 წლის კიპერი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს და ყველაზე რეალურია, რომ „პარმაში“ დაბრუნდება. ჯიჯიმ „ბარსელონა“ უარით გაისტუმრა, რადგან ესპანელები მხოლოდ მეორე მეკარის როლს სთავაზობდნენ, მას კი ძირითადში თამაში სურს.
იმასაც წერენ, რომ ბუფონს ძალიან დიდი სურვილი აქვს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ითამაშოს და სჭირდება სათამაშო პრაქტიკა, რისი გარანტიაც „პარმაში“ ექნება და ეცდება მშობლიური გუნდი სერია A-ში დააბრუნოს.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი 30 ივნისს „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ოფიციალურად აღარ იქნება. ის „პარმაში“ 1995-2001 წლებში თამაშობდა და 220 მატჩში მიიღო მონაწილეობა.