მთავარი / სიახლეები / “ატალანტა” დემირალის შეძენით დაინტერესდა

“ატალანტა” დემირალის შეძენით დაინტერესდა

ტურინს “იუვენტუსში” მერიჰ დემირალის მომავალი გაურკვეველია. თურქი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა და მას მეტი სათამაშო დროის მიღება სურს. მისი გასხვისების წინააღმდეგი სასურველი წინადადების შემთხვევაში არც კლუბია.

იტალიური მედიის ცნობით, დემირალის მიმართ ინტერესი ბერგამოს “ატალანტამ” გამოიჩინა და ბერგამოელები მზად არიან მოლაპარაკებები დაიწყონ. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ დემირალს “იუვე” “ატალანტასთვის” საკმაოდ ძვირად აფასებს.

“იუვენტუსის” მიზანია, რომ დემირალს თუ შეელევა, სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონი ევრო მაინც მიიღოს, ეს თანხა კი ჯან პიერო გასპერინის გუნდისთვის ცოტა არაა.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” მერიჰ დემირალი 2019 წელს “სასუოლოდან” 18 მილიონ ევროდ დაიმატა და მას შემდეგ თურქმა ფეხბურთელმა 32 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …