მთავარი / სიახლეები / პიანიჩი შესაძლოა “იუვეში” 2-წლიანი იჯარით დაბრუნდეს

პიანიჩი შესაძლოა “იუვეში” 2-წლიანი იჯარით დაბრუნდეს

მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსში“ მირალემ პიანიჩის დაბრუნება სურს. მან უკვე აცნობა გუნდის ხელმძღვანელობას, რომ თავისი თამაშის კონსტრუქციაში ბოსნიელს მთავარ ფიგურად მოიაზრებს და დიდი სურვილი აქვს, რომ ტურინში დააბრუნოს.

პიანიჩი „ბარსელონას“ ვერ მოერგო და ესპანური კლუბის გეგმებში ის არ შედის, რაც ტრანსფერის ალბათობას ძალიან ზრდის.

ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ მხარეები შესაძლოა მარტივად შეთანხმდნენ და პიანიჩი „იუვეში“ იჯარით დაბრუნდება. ის იქნება ერთი ან ორწლიანი იჯარა. ჯერჯერობით სხვა კონკრეტული დეტალი არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016-2020 წლებში თამაშობდა, ხოლო გასულ ზაფხულს ის არტურ მელოში „ბარსელონას“ გაუცვალეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …