ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-18 ტურში „ბოლონია“ ალვარო მორატასა და ხუან კუადრადოს გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6.5 – ყოველ ჯერზე, როცა ის საჭიროა, ადგილზე იყო და გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.
კუადრადო 7 – ამ ეტაპზე ძალიან გაუმართლა. „ფიორენტინასთან“ გადამწყვეტი გოლი, „ჯენოასთან“ კუთხურიდან და ახლაც გოლი. ის ყოველთვის საჭირო ადგილზე იყო.
ბონუჩი 7 – ძალიან კარგად ითამაშა და დაცვას ულიდერა.
დე ლიხტი 6.5 – ბონუჩიზე ნაკლებად კარგი, მაგრამ თავისი ფიზიკური ძალით ახერხებდა თავიდან აეცილებინა დიდი პრობლემები სულ მცირე რამდენჯერმე.
პელეგრინი 6 – უფრო ცუდი იყო, ვიდრე სხვა მატჩებში, მაგრამ მაინც საკმარისად კარგი. კუნთის დაზიანება მიიღო, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, მის ისტორიას თუ გადავხედავთ.
ალექს სანდრო 6 – საშინაო დავალებებით შემოიფარგლა.
მაკკენი 6 – მნიშვნელოვანი დაბრუნება. მას შეუძლია ყველაზე სახიფათო ნახევარმცველი იყოს, მაგრამ უჩვეულოდაც ნერვიულობდა.
ბენტანკური 6 – ჩვეულებრივი სამუშაო შეასრულა.
არტური 6 – დაცვის წინ თამაშობდა, განსაკუთრებული ეფექტის გარეშე.
ლოკატელი 6 – დაცვას კარგად დაეხმარა.
რაბიო 5.5 – ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა.
ბერნარდესკი 7 – ისევ გადამწყვეტი საგოლე პასი, ის იზრდება და მიუხედავად იმისა, რომ გოლს კვლავ ვერ იტანს, მაინც გადამწყვეტია.
მორატა 7 – შესანიშნავი გოლით ანგარიში გახსნა და პოზიტიური სერია აქვს.
კაიო ჟორჟე შ.გ – მან მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა.
კინი 6 – 4-3-3-ში გარემარბი იყო, მაგრამ თავისი კვალი ვერ დატოვა.
კულუშევსკი 6 – ბოლოს გოლთან ახლოს იყო.
ალეგრი 6.5 – ამჯერად როტაციას თავი კარგად გაართვა, დიბალას გარეშე 4-3-3-ს დაუბრუნდა, რამაც საშუალება მისცა მეტ-ნაკლებად ყველა თავის პოზიციაზე დაეყენებინა. „ატალანტასთან“ სხვაობა 3 ქულით შეამცირა, მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.