მთავარი / სიახლეები / სერია A / ბერნარდესკი: “იუვეს” ისტორია გვასწავლის, რომ დიდი მიზნები თავგანწირვით მიიღწევა”

ბერნარდესკი: “იუვეს” ისტორია გვასწავლის, რომ დიდი მიზნები თავგანწირვით მიიღწევა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ სერია A-ში გოლი 513-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. იტალიელმა ნახევარმცველმა „კალიარისთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„გოლი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაკლდა და ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე, ამ მომენტით ვისიამოვნე. შედეგით კმაყოფილი ვარ, გუნდითაც, წლის ასე დასრულება კარგია. ყველა თამაში წინა მატჩისგან განსხვავდება, თუ უფრო მეტის გაკეთება მომიწევს გუნდისთვის, ამას სიამოვნებით, უპრობლემოდ გავაკეთებ.

სწორ გზაზე ვართ და მთავარი ბალანსი ვიპოვოთ. ვფიქრობ, რომ ბოლო თვენახევარში უფრო მეტად გუნდი გავხდით და ერთმანეთისთვის ვიბრძვით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ გუნდში, ყველამ უნდა დავამტკიცოთ ეს, რადგან „იუვენტუსის“ ისტორია გვასწავლის, რომ დიდი მიზნები მიიღწევა თავგანწირვით, თავმდაბლობით და მუშაობის სურვილით“, – თქვა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ პირველი წრე 34 ქულით დაასრულა და „ატალანტას“, რომელიც მეოთხე ადგილზეა, 4 ქულით ჩამორჩება. „იუვე“ მომდევნო მატჩს 6 იანვარს, შინ „ნაპოლისთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …