მთავარი / სიახლეები / სერია A / არივაბენე დიბალასა და დე ლიხტზე: “ზოგიერთს აგენტი უფრო აინტერესებს, ვიდრე კლუბი”

არივაბენე დიბალასა და დე ლიხტზე: “ზოგიერთს აგენტი უფრო აინტერესებს, ვიდრე კლუბი”

ტურინის „იუვენტუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პაულო დიბალა და მატიას დე ლიხტი ირიბად გააკრიტიკა. მან იტალიურ მედიასთან მათზე დასმულ შეკითხვაზე თქვა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი აგენტზე უფრო მეტადაა მიჯაჭვული, ვიდრე კლუბზე და უფრო მეტად აგენტი აინტერესებენ.

„კლუბის ფინანსური მდგრადობის თაობაზე ვმუშაობთ. ფეხბურთი ისეთი ინდუსტრიაა, როგორც სხვა სფეროები. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ.

დიბალას და დე ლიხტის კონტრაქტები? მარტივია საუბარი მაისურთან მიჯაჭვულობაზე, მაგრამ უფრო რთულია ამის დამტკიცება. ზოგიერთი უფრო მეტად არის მიჯაჭვული და დამოკიდებული თავის აგენტზე, ვიდრე მაისურზე. ჩვენს ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ფეხბურთელებმა თავიანთი საქმე უნდა გააკეთონ, ჩვენ კი, ჩვენი საქმე. როცა დრო მოვა, ვისაუბრებთ. გვინდა, რომ მაისურზე მიჯაჭვულობა მოედანზე გამოჩნდეს.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს, ბოლონიაში ისინი ნისლში, 90 წუთის განმავლობაში მღეროდნენ. ისინი კლუბის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან და რთულ მომენტებში მათი გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. გამარჯვებების დროს გუნდის მხარდაჭერა ძალიან ადვილია“, – თქვა არივაბენემ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ჯერჯერობით, მხარეებმა მისი განახლება ვერ მოახერხეს. მატიას დე ლიხტის შესახებ კი, მინო რაიოლამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ფეხბურთელი ზაფხულში „იუვეს“ დატოვებას გეგმავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …