მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “კმაყოფილი ვიქნები, თებერვალში ოთხეულთან ამაზე დიდი ჩამორჩენა თუ არ გვექნება”

ალეგრი: “კმაყოფილი ვიქნები, თებერვალში ოთხეულთან ამაზე დიდი ჩამორჩენა თუ არ გვექნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კალიარისთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, იანვარი „იუვესთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი თვეა, რადგან რამდენიმე უშუალო კონკურენტს ეთამაშება.

„კაპელოს რეკორდის გამეორება? დიდი სიამოვნებაა, იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრ თამაშს მოვიგებ. ფეხბურთელებზეა დამოკიდებული დამასაჩუქრებენ თუ არა, ამით.

კინმა გოლი მაშინ გაიტანა, როცა მარცხენა ფლანგიდან ცენტრში გადავიდა? ალვარო ჩაკეტილი გუნდების წინააღმდეგ უფრო მეტად ნერვიულობს, უჭირდა ბურთის ფლობა და არ მოძრაობდა. ამიტომ, ვამჯობინე ცენტრში კინი გადამეწია და გოლის გატანის მომენტში ძალიან კარგი იყო. მორატამაც ახალ პოზიციაზე უკეთ ითამაშა.

ნახევარმცველებს გოლები ვერ გააქვთ? არტური არ არის ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი გოლის გატანა შეუძლია, იგივე ითქმის ბენტანკურზე, ლოკატელის ამის გაკეთება შეუძლია და რამდენიმე გოლი გაიტანა, მაკკენიმაც უნდა გაიტანოს და რაბიომაც, მაგრამ ის ნაკრებში ორკაციან ნახევარდაცვაში თამაშობს. ბიჭებს ვთხოვ, რომ შორიდან უფრო ხშირად დაარტყან. აუცილებელია, რომ ნახევარმცველებმა გოლებიც გაიტანონ, მაგრამ ამას ბევრი მუშაობა სჭირდება.

ბოლო მატჩები კარგად ჩავატარეთ. იანვარი მნიშვნელოვანი თვეა, მინდა, რომ თებერვალში ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ამაზე მეტი ჩამორჩენა არ გვქონდეს, რათა ვიბრძოლოთ ოთხეულში მოსახვედრად. იანვარი და თებერვალი სეზონში გადამწყვეტია, კონკურენტებს ვხვდებით და მერე შეიძლება კალენდარი უფრო გამარტივდეს. რთულია ყველა მატჩის მოგება. პირველ წრეში კონკურენტებთან ცუდად არ გვითამაშია, 11 ქულა მოვიპოვეთ, მხოლოდ „ნაპოლისთან“ და „ატალანტასთან“ წავაგეთ. სხვა მატჩებში დაკარგული ქულები გვაკლია. ახლა ჩვენი მიზანია იანვარსა და თებერვალში კარგად გამოვიდეთ.

არივაბენეს სიტყვები დე ლიხტსა და დიბალაზე? დე ლიხტი ძალიან იზრდება, მან შესანიშნავად ითამაშა. ჩვენ ველოდებით დიბალას, ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელმაც გოლები უნდა გაიტანოს. მთავარია, დეკემბრის ბოლოს ყველა კარგად იყოს. დღეს არ მინდოდა გამერისკა მისი თამაში, ასევე კიეზას შემთხვევაში, რომელიც ბოლო დროს თავს უკეთ გრძნობს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ პირველი წრე 34 ქულით დაასრულა და „ატალანტას“, რომელიც მეოთხე ადგილზეა, 4 ქულით ჩამორჩება. „იუვე“ მომდევნო მატჩს 6 იანვარს, შინ „ნაპოლისთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …