„ბარსელონას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა რამონ პლანესმა განაცხადა, რომ კატალონურ კლუბს დუშან ვლაჰოვიჩის და მანუელ ლოკატელის ტრანსფერები სურდა და მიზანთან ახლოსაც იყო, მაგრამ საბოლოოდ, გარიგება ჩაიშალა.
მან ისიც თქვა, რომ ლოკატელიმ „იუვენტუსზე“ არჩევანი თვითონ გააკეთა, თორემ ყველაფერ შეთანხმებული იყო „ბარსაში“ ტრანსფერზე.
„ჩვენ ვიფიქრეთ ლოკატელის და ვლაჰოვიჩის შეძენა. ვლაჰოვიჩი, რომელიც ძალიან ძლიერია, გვინდოდა, რამდენიმე წლის წინ იჯარით დაგვემატებინა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ლოკატელის „ბარსელონას“ სტილი აქვს. ახლოს ვიყავით მის შეძენასთან, მაგრამ „იუვე“ უამრავ იტალიელ ფეხბურთელს უფრო იზიდავს და საბოლოოდ, მან იქ წასვლა გადაწყვიტა“, – თქვა პლანესმა.