ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 25-ე ტურში სტუმრად „ატალანტას“ დაუზავდა და ქულა დანილოს ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 5.5 – მალინოვსკის დარტყმა ბრწყინვალეა, მაგრამ მან ტრაექტორიის წაკითხვა ვერანაირად მოახერხა.
დანილო 7 – ბოგას ასე თუ ისე, აკონტროლებს, მაგრამ შედევრი 92-ე წუთზე მოვიდა, როცა ანგარიში გაათანაბრა. ძალიან მძიმე ქულა მოუტანა გუნდს.
ბონუჩი 6 – ის არ არის იდეალურ კონდიციაში და ეს ჩანს, მაგრამ გამოცდილება ეხმარება. როცა მურიელმა ცარიელ კარში დაარტყა, ის იქ იყო.
კუადრადო შ.გ – მან მოიპოვა კუთხური, რომელსაც გოლი მოჰყვა.
დე ლიხტი 6.5 – იდეალური თამაში, სანამ მალინოვსკიმ არ მოატყუა და იძულებული გახდა თამაშის წესი დაერღვია.
დე შილიო 6 – „იუვეს“ მთავარი მარცხენა მცველი ახლა ის არის, მნიშვნელოვანი თამაში.
მაკკენი 6.5 – თითქმის ნამდვილი ფლეიმეიქერი ისაა, რამდენიმე მნიშვნელოვანი პასი გააკეთა, რომელთა გოლად გადაქცევა თავდამსხმელებმა ვერ მოახერხეს.
კინი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
ლოკატელი 5.5 – თითქმის მესამე ცენტრალურ მცველად ითამაშა, ძალიან ბინძური სამუშაო შეასრულა.
რაბიო 6 – ის აშკარად პროგრესირებს.
არტური შ.გ – ბრაზილიელმა ბოლო წუთები გაატარა მოედანზე.
დიბალა 6 – ორი სახიფათო დარტყმა, რამდენიმე კარგი პასი თანაგუნდელებს, საგოლე პასიც, მაგრამ საბოლოო კვალს მაინც ვერ ტოვებს.
ვლაჰოვიჩი 5.5 – მასთან ერთად შეტევაში სხვა „იუვეა“, მაგრამ რამდენიმე არაზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა დიბალას მეკარესთან პირისპირ ტოვებდა, მაგრამ სუსტი პასი გააკეთა.
მორატა 5.5 – როცა დიბალამ მეკარეს შეატოვა, შესაფერისი დრო დაკარგა დასარტყამად. დაცვას ძალიან ეხმარებოდა და მთლიანობაში მაინც დადებითი თამაში ჩაატარა.
აკე შ.გ – მანაც რამდენიმე წუთი ითამაშა.
ალეგრი 6 – ისევ აირჩია შემტევი სამეულით თამაში, ამჯერად ნაკლებად გაუმართლდა მოლოდინი, ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა. სატურნირო წინ რჩება და ელოდება „ატალანტა“ – „ტორინოს“ გადადებულ მატჩს. მაგრამ, მიმდინარე სეზონში, როცა მხოლოდ „ინტერთან“ საშინაო თამაშია დარჩენილი, „იუვეს“ ოთხეულში მყოფი გუნდი არ დაუმარცხებია და 21 შესაძლებლობიდან მხოლოდ 4 ქულა დააგროვა.