მთავარი / სიახლეები / არივაბენე დიბალაზე: “მინდა ხასიათი, მონდომება და გამარჯვების სურვილი დავინახო”

არივაბენე დიბალაზე: “მინდა ხასიათი, მონდომება და გამარჯვების სურვილი დავინახო”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ ფედერიკო კიეზას შესაძლო შემცვლელსა და პაულო დიბალაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სურს დაინახოს ხასიათი, მონდომება და გამარჯვების სურვილი.

“კიეზას შემცვლელი? დიდი ფეხბურთელები გვყავს. მორატა, კაიო ჟორჟე, დიბალა, კინი და კულუშევსკი არიან შეტევაში. ახლა, ჩვენ საუკეთესოს ველით მათგან, ვინც გვყავს, შემდეგ სიტუაციას შევაფასებთ.

დიბალასთან ახალი დაპირისპირება? მე არავის ვუპირისპირდები. მხოლოდ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. რაც დიბალაზე ვთქვი, ეხება „იუვენტუსის“ ყველა ფეხბურთელს. მინდა დავინახო ხასიათი, მონდომება, გამარჯვების სურვილი. ამასთან, ვისაც „იუვენტუსის“ 10 ნომერი აცვია, უნდა იცოდეს, რამდენად იწონის ეს მაისური“, – თქვა არივაბენემ.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო ცნობებით, პაულო დიბალა განაწყენებულია და კლუბის დატოვებას უკვე სერიოზულად ფიქრობს.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსი” მორატას არ გამოისყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას არ გამოისყიდის. ინფორმაცია მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს. ცნობილი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, …

ვლაჰოვიჩი “იუვეზე”, კიეზაზე, თავის კარიერის დასაწყისსა და მიზნებზე…

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა იტალიურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა. სერბმა …