მთავარი / სიახლეები / დიბალა “იუვეს” შეცვლილი პირობებით უკმაყოფილოა და სხვა გუნდების წინადადებების მისაღებად მზადაა

დიბალა “იუვეს” შეცვლილი პირობებით უკმაყოფილოა და სხვა გუნდების წინადადებების მისაღებად მზადაა

პაულო დიბალასა და ტურინის „იუვენტუსს“ შორის კონტრაქტის განახლების საკითხი შეფერხდა და ჩიხში შევიდა.

მაურიციო არივაბენეს რამდენიმე დღისწინანდელმა კომენტარმა, როცა თქვა – „დიბალამ ახალი კონტრაქტი და ხელფასი უნდა დაიმსახუროს, ნათლად დაადასტურა, რომ არგენტინელ ფეხბურთელთა მოლაპარაკებები გართულდა.

ტურინელთა გენერალურ დირექტორს დაახლოებით იგივე მესიჯი ჰქონდა გუშინ, „ინტერთან“ მატჩის წინ და აღნიშნა, რომ ეს განცხადება „იუვენტუსის“ ყველა ფეხბურთელს ეხება. ამასთან, ხაზი გაუსვა ტურინულ გრანდში 10 ნომრის პასუხისმგელობას.

ამასობაში, არგენტინული მედია წერს, რომ ტურინელთა მხრიდან შეცვლილი პირობების გამო პაულო დიბალა იმედგაცრუებულია (მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან) და მზადაა სხვა კლუბების წინადადებები მოისმინოს. „ლა ხოია“ უკვე აღარ გამორიცხავს „იუვეს“ დატოვებას, რომელთანაც კონტრაქტი სულ მალე, 30 ივნისს ეწურება.

როგორც იტალიური მედია წერს, ყველაფერი თებერვალში უნდა გადაწყდეს…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …