კრიშტიანუ რონალდუს „რეალში“ დაბრუნება კარლო ანჩელოტის სურს და იტალიელი სპეციალისტი პორტუგალიელ ფეხბურთელს უკვე ესაუბრა. ეს ინფორმაცია El Chiringuito-მ გაავრცელა.
ანჩელოტის ძალიან სურს, რომ კრიშტიანუ მადრიდში დაბრუნდეს, თუმცა, ეს არც ისე იოლი იქნება, რადგან ფლორენტინო პერესი განსხვავებულად ფიქრობს და ის მთლიანად კილიან მბაპეს ტრანსფერზეა ორიენტირებული.
გარდა ამისა, Corriere Dello Sport-ი წერს, რომ რონალდუ „იუვეში“ თავის თავს ვეღარ ხედავს და ჟორჟე მენდეში ახალ კლუბს აქტიურად ეძებს. მან კრიშტიანუ „მანჩესტერ სიტისაც“ შესთავაზა, მაგრამ იქ გადასვლა საკმაოდ მოულოდნელი იქნება, რადგან პორტუგალიელის წარსული „მანჩესტერ იუნატედს“ უკავშრდება.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 კვირაა დარჩენილი და ამ დროში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.