მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” ლოკატელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

“იუვენტუსმა” ლოკატელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

ტურინის “იუვენტუსმა” მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე, როგორც იქნა შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ტვიტერში ჟურნალისტი რომეო აგრესტი წერს. ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.

“იუვე” ლოკატელის 2-წლიანი იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით დაიმატებს. ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონი ევროა, ფეხბურთელი კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება.

ამრიგად, დასრულდა თითქმის სამთვიანი საგა და 23 წლის იტალიელი ნახევარმცველი შეუერთდება კლუბს, რომელსაც ბავშვობიდან გულშემატკივრობს. შეგახსენებთ, რომ მანუელ ლოკატელი ევროპის ჩემპიონია, მას იტალიის ნაკრებში 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …