მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “70 ქულა ამ გუნდის რეალურ ძალას არ ასახავს”

ალეგრი: “70 ქულა ამ გუნდის რეალურ ძალას არ ასახავს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, 70 ქულა, რომლითაც „იუვემ“ სეზონი დაასრულა, ამ გუნდის რეალურ შესაძლებლობებს არ ასახავს.

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მოედნის ბოლო ნაწილში ბევრ შეცდომას ვუშვებდით. თუმცა, ამ თამაშის წინ მხოლოდ დღენახევარი ვივარჯიშეთ. ახლა ეს გვერდი უნდა გადავშალოთ და მომავალ სეზონზე ვიფიქროთ.

სატრანსფერო ბაზარი? ხელმძღვანელობასთან ვსაუბრობ, გუნდი უნდა გაუმჯობესდეს. კმაყოფილი თუ ვარ? კმაყოფილი ვარ, რადგან მიზანს მივაღწიეთ. ბევრი ფეხბურთელი გვყავს, ვიღაცას წასვლა მოუწევს. პაულომ ჩვენთან თამაში დაასრულა, ასევე ბერნარდესკიმაც, ჯორჯომაც. საქმე მშვიდად უნდა გავაკეთოთ და მკაფიოდ ვიმუშაოთ. სატრანსფერო ბაზარი ჯერ არ გახსნილა. დი მარია? ბევრის სახელი გაჟღერდა. გაზეთებში ბევრ ფეხბურთელზე წერენ, ჯერ სეზონი უნდა დასრულებულიყო, მერე დავისვენებთ და შემდეგ ვიფიქრებთ, გუნდი როგორ უნდა გავაუმჯობესოთ. კარგი საფუძველი არსებობს და უკეთ უნდა ვითამაშოთ.

ახალგაზრდები გუნდში უკვე გვყავს, მაგალითად სასტარტო 11-ეულიდან ვლაჰოვიჩი, ლოკატელი, დე ლიხტი და კიეზა. შესაბამისად, ისინი უკვე მოწიფული ახალგაზრდები არიან. მირეტიმ ოთხი კარგი თამაში ჩაატარა. ნელ-ნელა გუნდი იზრდება, ფეხბურთელებიც. ნორმალურია, რომ გუნდში მიქსი უნდა გააკეთო, თორემ სულ ახალგაზრდებით მოგება რთულია. საჭიროა ცოტა გამოცდილება და მრისხანებაც, ეს ზრდას ხელს უწყობს. დე ლიხტმა ბევრი თამაში ჩაატარა, ლოკატელიმ კარგად ითამაშა, კიეზა თავისი თვისებებით ძალიან გვაკლდა. ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა.

„ინტერთან“ შინ წაგების შემდეგ ბრძოლა შევწყვიტეთ. შესაძლოა, სკუდეტოსთვის მაინც ვერ გვებრძოლა, რადგან 83 ქულა არ გვეყოფოდა. „ინტერთან“ წავაგეთ და მეოთხე ადგილს დავჯერდით. ამ 70 ქულას ცოტა შეცდომაში შევყავართ, ეს არ ასახავს გუნდის რეალურ ძალას. გამარჯვებისთვის საჭიროა მეტი ქულის მოპოვება, მეტი გოლის გატანა და სხვანაირად თამაში. თუმცა, არც ისე არ არის, რომ კარგი არაფერი ყოფილა, უბრალოდ, არის რაღაცები, რაშიც უნდა მოვუმატოთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სეზონი 70 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა, იტალიის თასის ფინალში წააგო და იტალიის სუპერთასის შეხვედრაც დათმო.

შემთხვევითი სიახლე

ჯუღელი: “იუვესთან” წინასწარი შეთანხმება გვქონდა და დღეს ხვიჩა ამ გუნდში უნდა ყოფილიყო”

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ძალიან ახლოს იყო …

“იუვენტუსმა” “ჯენოას” მცველის ტრანსფერი შეათანხმა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ჯენოას“ 22 წლის მცველის, ანდრეა კამბიასოს ტრანსფერზე შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწია. იტალიური მედიის ცნობით, …