მთავარი / სიახლეები / სერია A / ბერნარდესკი “იუვეს” დაემშვიდობა: “ვამაყობ, რომ 5 წელი აქ ვითამაშე”

ბერნარდესკი “იუვეს” დაემშვიდობა: “ვამაყობ, რომ 5 წელი აქ ვითამაშე”

ტურინის „იუვენტუსი“ ფედერიკო ბერნარდესკიმაც დატოვა. 28 წლის ფეხბურთელმა „ბიანკონერიში“ ბოლოჯერ „ფიორენტინასთან“ ითამაშა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ამაყობს, რომ 5 წლის განმავლობაში „იუვეს“ ოჯახის წევრი იყო.

„იუვენტუსში“ ჩემი თავგადასავალი ფლორენციაში დასრულდა, ამაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვარ. ბიჭებს ველაპარაკე, ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადე, მწვრთნელებს, ბიჭებს, ისინი ჩემი ოჯახი იყვნენ, „იუვენტუსის“ სამყარო, რომელმაც თავი სახლში მაგრძნობინა.

როდესაც გადაწყვეტილება საერთო შეთანხმებით მიიღება განსხვავებული ხედვების დროს და ყველაფერი ელეგანტურად სრულდება, როგორც ჩემსა და „იუვეს“ შორისაა, ეს კმაყოფილებას მანიჭებს. როდესაც ქორწინება მთავრდება, საჭირო არაა კამათი. ვამაყობ, რომ აქ ვითამაშე. ყველაფერს, რაც „იუვემ“ გადმომცა, მთელი ცხოვრება ვატარებ, აქ გავიზარდე, როგორც პერსონა და როგორც ადამიანი. დიდი მადლობა ყველას.

ახლა საკუთარ თავზე ვფიქრობ, ყველაფრისთვის ღია ვარ, იტალიაშიც და უცხოეთშიც თამაშზე. მინდა ისეთი პროექტი, რომელსაც ჩემს იდეებს დავუკავშირებ. ღია ვარ ყველანაირი ცვლილებისთვის. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, მზად ხარ ცვლილებებისთვის”, – თქვა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსმა“ 2017 წლის ზაფხულში ფლორენციის „ფიორენტინადან“ შეიძინა. მას შემდეგ მან შავ-თეთრი მაისურით 183 თამაში ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. 28 წლის ფეხბურთელმა „იუვეს“ რიგებში სამჯერ სკუდეტო მოიგო, ორ-ორჯერ კი იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …