მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” კატასტროფული სეზონი წაგებით დაასრულა

“იუვენტუსმა” კატასტროფული სეზონი წაგებით დაასრულა

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონი ზუსტად ისე დაასრულა, როგორც დაიწყო და როგორც ჩაატარა – საშინელი თამაშით.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი ფლორენციაში „ფიორენტინაში“ უშანსოდ დამარცხდა – 0:2. ისე დამარცხდა, რომ საგოლე მომენტიც არ შეუქმნია. საგოლეს ვინ ჩივის, კარისკენ ერთადერთხელ დაარტყა, კარში არ დაურტყამს.

„ფიორენტინამ“ პირველი და მეორე ტაიმის ბოლოს ორჯერ გაიტანა და დამსახურებულად მოიგო. სხვათა შორის, ფლორენციული გუნდი 5-წლიანი პაუზის შემდეგ ევროსარბიელზე ითამაშებს და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.

„იუვენტუსმა“ სეზონი 70 ქულით დაასრულა – 20 მოგება, 10 ფრე 8 წაგება! კატასტროფული მაჩვენებელია, 38 მატჩიდან 8 წაგება და მხოლოდ 20 მოგება. ალეგრის ბევრ რამეზე მოუწევს მუშაობს.

დღეს ტურინელთა მაისური ბოლოჯერ მოირგეს ჯორჯო კიელინიმ, პაულო დიბალამ და ფედერიკო ბერნარდესკიმ, არ უთამაშია ალვარო მორატას, რომელიც ასევე დატოვებს კლუბს. ეს უკვე, რაც გადაწყვეტილია, წასვლა შეიძლება სხვა ფეხბურთელებსაც მოუწიათ.

„იუვენტუსისთვის“ 2021-2022 წლების სეზონი, რომელიც ძალიან წარუმატებელი და უტიტულო გამოდგა (პირველად ბოლო 11 წელიწადში), დასრულებულია. გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას ივლისის შუა რიცხვებში დაიწყებს, ზუსტი თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

„ფიორენტინა“ – „იუვენტუსი“ 2:0 (1:0)

ფლორენცია, „არტემიო ფრანკი“

„ფიორენტინა“ (4-3-3): ტერაჩანო; ვენუტი (ოდრიოსოლა 62), მილენკოვიჩი, იგორი, ბირაგი; ბონავენტურა, ამრაბატი, დანკანი (ტორეირა 85); გონსალესი, პიონტეკი (კაბრალი 85), საპონარა (იკონე 70)

მწვრთნელი: ვინჩენცო იტალიანო

„იუვენტუსი“ (3-5-2): პერინი (პინსოლიო 46); დე ლიხტი, ბონუჩი, კიელინი (რუგანი 46); ბერნარდესკი (აკე 60), ლოკატელი, მირეტი (მაკკენი 76), რაბიო, ალექს სანდრო; კინი (ვლაჰოვიჩი 76), დიბალა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 დანკანი (45), 2:0 გონსალესი (90, პენ)

გაფრთხილება: იგორი (45), ვენუტი (56), ამრაბატი (70) – კინი (44), რაბიო (56), დე ლიხტი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 1 (0) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: დანიელე კიფი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …