მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “პოზიტივი ისაა, რომ ამ თამაშებში გოლი არ გავუშვით”

ალეგრი: “პოზიტივი ისაა, რომ ამ თამაშებში გოლი არ გავუშვით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამპდორიასთან“ ფრის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა აღნიშნა, მისი გუნდი კონკურენტებთან შედარებით უკანაა და სამუშაო ბევრი აქვთ.

„პოზიტივი ისაა, რომ ამ ორ თამაშში გოლი არ გავუშვით. პირველ ტაიმში „სამპდორიამ“ კარგად ითამაშა, ბევრს დარბოდნენ. მეორე ტაიმში 2-3 კარგი მომენტი გვქონდა, სამწუხაროა, რადგან ორი ქულა დავკარგეთ.

პირველ ტაიმში სიმშვიდე გვაკლდა, მეორე უკეთესი იყო და ვლაჰოვიჩმაც კარგად ითამაშა. თუმცა, ის უფრო მშვიდი უნდა იყოს და მოედანზე სწორი პოზიციის შერჩევას ეცადოს. ზაკარიამ რატო არ ითამაშა? ტექნიკური არჩევანია, მოკლე სივრცეებში უფრო მაღალი ხარისხი მჭირდებოდა და მირეტი ვამჯობინე.

ახალი თავდამსხმელი? ამაზე კლუბი ზრუნავს, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გასაუმჯობესებლად. წელს სეზონი უკეთ დავიწყეთ, ვიდრე შარშან და დღეს ახალგაზრდებმა კარგად ითამაშეს, მირეტი, როველა და კინი კარგად ჩაერთვნენ თამაშში, რაც ასევე დადებითია. თუმცა, მთლიანობაში ბევრ ასპექტზე გვაქვს სამუშაო.

ჩვენ გვაკლია ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორებიც პოგბა და კიეზა არიან. ვიცით, რომ სხვა გუნდებთან შედარებით უკან ვართ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. კონდიციებში ვიზრდებით და შაბათს „რომასთან“ კარგად სათამაშოდ მზად ვიქნებით. რაბიო? ის არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდში საჭიროა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს და „რომას“ 27 აგვისტოს დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

“იუვე” – “ატალანტა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-19 ტურში „ატალანტას“ საკუთარ მოედანზე დაუზავდა (3:3). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს …

ფერერო და სკანავინო ფეხბურთელებს: “ახლა, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო და აღმასრულებელი დირექტორი მაურიციო სკანავინო ფეხბურთელებს შეხვდნენ. კლუბის ახალმა ხელმძღვანელებმა …