მთავარი / სიახლეები / პერინი: “ამ ფრეს უნდა შევეგუოთ და გაუმჯობესებაზე ვიმუშაოთ”

პერინი: “ამ ფრეს უნდა შევეგუოთ და გაუმჯობესებაზე ვიმუშაოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ მატია პერინმა „სამპდორიასთან“ ფრის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა აღნიშნა, ამ შედეგს უნდა შეეგუონ და გაუმჯობესებაზე იმუშაონ.

„ამ ფრემ გაუმჯობესებაში ხელი უნდა შეგვიწყოს, რადგან მომდევნო მატჩი სახლში უნდა მოვიგოთ. ორი ქულა დავკარგეთ და დასანანია, მაგრამ უნდა ვეცადოთ პოზიტიური საფუძველი ვიპოვოთ. მეტოქის დასაწყისში ჰქონდა მომენტი, მაგრამ შემდეგ დაცვაში კარგად ვითამაშეთ და არაფერი შევაქმნევინეთ. გენუაში თამაში ადვილი არასდროსაა, აქ ძალიან ცხელი გარემოა და „სამპდორია“ სახლში კარგად თამაშობს, თუმცა ვიცით, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვიცით, რომ უკეთ უნდა ვითამაშოთ და ყველაფერს ვაკეთებთ გასაუმჯობესებლად. თუმცა, ახლა სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ შედეგი მივიღოთ, შევეგუოთ და გაუმჯობესებაზე ვიმუშაოთ“, – თქვა პერინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს და „რომას“ 27 აგვისტოს დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …