მთავარი / სიახლეები / სერია A / უგოლო ფრე და პირველი დაკარგული ქულები სეზონში

უგოლო ფრე და პირველი დაკარგული ქულები სეზონში

ტურინის „იუვენტუსი“ გასულ სეზონთან შედარებით არ შეცვლილა. ისევ უფერულია, ისევ არ აქვს გამართული სათამაშო სისტემა და ფეხბურთელები მოედანზე პრაქტიკულად არ ჩანან.

გენუის „სამპდორიასთან“ მასიმილიანო ალეგრის გუნდი უბრალოდ კატასტროფული იყო, ერთადერთი საგოლე მომენტი შექმნა, ისიც დასაწყისში და ისიც შემთხვევით, როცა ხუან კუადრადომ ბურთი მეტოქეს წაართვა, მაგრამ რად გინდა ცუდად დაარტყა, მეკარემ აჯობა.

მერე? მერე არაფერი. თუ არ ჩავთვლით, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს, როცა ფილიპ კოსტიჩს ემილ ეუდერომ აჯობა, მაგრამ სერბის დარტყმა ისეთივე ცუდი იყო, როგორც გუნდის თამაშის.

დიახ, „იუვენტუსი“ ძალიან ნელა თამაშობდა და მეტოქეს ვერანაირ პრობლემას ვერ უქმნიდა. 65-ე წუთზე ადრიენ რაბიომ გაიტანა, თუმცა საგოლე პასის ავტორი დუშან ვლაჰოვიჩი თამაშგარე მდგომარეობაში იყო და სამართლიანად გაუქმდა.

ამრიგად, ლოგიკური – 0:0. „იუვენტუსს“ 4 ქულა აქვს და უკვე ჩამორჩება „ინტერს“, „ნაპოლისა“ და „რომას“. სწორედ „რომასთან“ გამართავენ ტურინელები მომდევნო მატჩი 27 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …