ტურინის „იუვენტუსმა“ ამხანაგურ მატჩში „ჩეზენა“ 3:1 დაამარცხა და ერთი გოლი ვესტონ მაკკენიმ გაიტანა.
ამერიკელის გოლის შემდეგ ყურადღების ცენტრში მასიმილიანო ალეგრის სიტყვები მოექცა. მან მაკკენის შესძახა: „ამ სეზონში სერია A-ში 10 გოლი უნდა გაიტანო!“
ალეგრიმ მაკკენის დავალება და მიზანი დაუსახა, ვნახოთ რამდენად შეასრულებს მას ამერიკელი ნახევარმცველი, რომელიც „იუვეს“ ერთი წლის წინ შეუერთდა და გასულ სეზონში სერია A-ში 5, ხოლო ყველა ტურნირზე 6 გოლი გაიტანა.