მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” “ლივერპულის” 100 მილიონზე და კიეზას გაყიდვაზე უარი თქვა

“იუვენტუსმა” “ლივერპულის” 100 მილიონზე და კიეზას გაყიდვაზე უარი თქვა

ფედერიკო კიეზას მიმართ ინტერესი დიდია და „იუვენტუსს“ წინადადებების უარყოფა უწევს. როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, ტურინელებმა ამჯერად „ლივერპულს“ უთხრეს უარი.

წყაროს თანახმად, ინგლისლებმა „იუვეს“ 100 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. „იუვენტუსისთვის“ კიეზა არ იყიდება და გუნდის მომავალი მის გარშემო უნდა აშენდეს.

ფედერიკომ გასულ სეზონში 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა. მისი ფასი და მისდამი ინტერესი კი დიდებული სეზონის შემდეგ ბრწყინვალე ევროპის ჩემპიონატის წყალობით გაიზარდა, რომელშიც კიეზამ 2 გოლი გაიტანა, ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ჩემპიონობის ტიტულიც მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ “იუვემ” “ლივერპულამდე” კიეზას ტრანსფერზე უარით “ბაიერნი” და “ჩელსი” გაისტუმრა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …