„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და 2021 წელი შეაჯამა. ტექსტში მან თავისი ყოფილი გუნდი, „იუვენტუსიც“ ახსენა და დაწერა, რომ ამაყობს „იუვეში“ მოგებული ტიტულებით.
„იუვენტუსთან“ ერთად მოგებული იტალიის თასით, იტალიის სუპერთასით ვამაყობ, ისევე, როგორც სერია A-ს ბომბარდირის ტიტულით“, – წერს კრიშტიანუ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ 2021 წლის პირველი ნაწილი „იუვენტუსში“ გაატარა და კლუბი აგვისტოში დატოვა.