მთავარი / სიახლეები / მორატა “ბარსელონას” უახლოვდება, იკარდი – “იუვენტუსს”

მორატა “ბარსელონას” უახლოვდება, იკარდი – “იუვენტუსს”

ალვარო მორატა “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ტურინის „იუვენტუსს“ ესპანელი ფორვარდის გუნდიდან გაშვება არ სურს, მითუმეტეს იქამდე, სანამ მის შემცვლელს საბოლოოდ არ იპოვის.

თუმცა, ამავდროულად, ტურინელები ზაფხულში არ აპირებენ მის გამოსასყიდად მადრიდის „ატლეტიკოს“ 35 მილიონი ევრო გადაუხადონ. ესპანელ ფეხბურთელს კი „ბარსელონასთან“ შეთანხმება მიღწეული აქვს და ესპანეთში დაბრუნება უნდა.

Sport-ი წერს, რომ მორატა მიმდინარე კვირაში „ბარსელონას“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. თავის მხრივ, „იუვეს“ აქტიურად უკავშირებენ მაურო იკარდის, რომელთანაც და პსჟ-სთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ყველაფერი უახლოეს ხანში უნდა გაირკვეს და საბოლოოდ გადაწყდეს. მიმდინარე სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …