მთავარი / სიახლეები / რიბერი: “ვლაჰოვიჩი ლევანდოვსკის მენტალიტეტით ჰგავს”

რიბერი: “ვლაჰოვიჩი ლევანდოვსკის მენტალიტეტით ჰგავს”

„სალერნიტანას“ ვეტერანმა ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ დუშან ვლაჰოვიჩისა და ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა.

ფრანგი ორივე მათგანის თანაგუნდელი „ფიორენტინაში“ იყო და მათ კარგად იცნობს. რიბერიმ ვლაჰოვიჩი რობერტ ლევანდოვსკის შეადარა, რომლის თანაგუნდელი თავის მხრივ „ბაიერნში“ იყო.

„რა თქმა უნდა, ვლაჰოვიჩი ლევანდოვსკის ჰგავს. სიძლიერით და მენტალიტეტით. როგორც ყველა ჩემპიონი, ისიც შრომისმოყვარეა და არასდროს ნებდება. მან უნდა განაგრძოს ასე ვარჯიში ყოველდღე გაუმჯობესების იდეით. დუშანი ახალგაზრდაა, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს. ის უნდა შეეგუოს „იუვენტუსის“ წნეხს, ტოპ კლუბის, სადაც ყველა მატჩი უნდა მოიგო.

კიეზა? თავიდანვე მივხვდი, რომ ფედერიკოს რაღაც ყველასგან განსხვავებული ჰქონდა. ძალიან სწრაფი იყო, როგორც მე მის ასაკში. „იუვენტუსში“ მან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და იტალია ევროპის ჩემპიონობამდე მიიყვანა. სამწუხაროა, რომ ასეთი მძიმე ტრავმა მიიღო“, – თქვა რიბერიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …